loader

"ზეციური ხე", ანუ ტოკიოს ეიფელის კოშკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზეციური ხე", ანუ ტოკიოს ეიფელის კოშკი

"ტოკიოს ზეციური ხე", ანუ Tokyo skytree - მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი ლითონის კონსტრუქცია, იაპონიაში კი ყველაზე მაღალი ნაგებობაა. ის ტოკიოს ტელეანძაა, რომლის დიზაინი პარიზის ეიფელის კოშკის მიხედვითაა შექმნილი. ამიტომაც მას ხშირად უწოდებენ "ტოკიოს ეიფელის კოშკს". 4-სართულიან შენობაში განლაგებულია რესტორნები, მაღაზიები და მუზეუმები. "ზეციური ხის" კენწეროში ასვლა და ტოკიოს ხედების 333 მეტრის სიმაღლიდან დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა ამისთვის მათ რიგში უწევთ დგომა - სალაროსთან ტურისტების რიგი არასდროს წყდება…

ტელეანძის დანახვა შესაძლებელია ტოკიოს ცენტრალური რაიონების მრავალი წერტილიდან, როგორებიცაა: როპონგის მაღლობები, ტოკიოს უბე, იმპერიული სასახლის აღმოსავლეთის ბაღები და შინჯუკუს სადგურის სამხრეთის ბაქანი.

შენობა, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება და რომელიც ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, "პალიტრა ტვ"-ის ობიექტივშიც მოხვდა.