loader

270-მილიონიანი სასახლე - სად ცხოვრობს თურქეთის პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

270-მილიონიანი სასახლე - სად ცხოვრობს თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტუმრებს ანკარაში საკუთარი ახალი სასახლე საზეიმოდ წარუდგინა. სასახლის ცენტრალურ შენობას ათათურქის პორტრეტი ამშვენებს, მთელი კომპლექსი კი 200 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული და 270 მილიონი ევრო დაჯდა.

პოლიტიკოსის კრიტიკოსები მის ახალ სამყოფელს "თეთრ სასახლეს" უწოდებენ - ამერიკულ თეთრ სახლთან ანალოგიით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ეს უკანასკნელი ანკარაში აშენებულზე ექვსჯერ პატარაა.

გარემოს დამცველები სასახლის კომპლექსის აგებით უკმაყოფილონი არინ, რადგან მშენებლობისას ასობით ხე მოიჭრა. თავიდან ეს სასახლე პრემიერის რეზიდენცია უნდა გამხდარიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერდოღანი პრეზიდენტის სავარძელში გადაჯდა, მშენებლობის სტატუსი შეიცვალა.