"ედინაია ნაცია" - რატომ მიიტანეს რუსეთის დროშა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ახალგაზრდულმა ცენტრმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პარტიას რუსეთთან კავშირში დასდეს ბრალი. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში წარმოადგენს მეხუთე კოლონას.
მათივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ინტერესებს ახორციელებს ქვეყანაში და მათ დაძაბულობის შემოტანა სურთ. აქციის მონაწილეებმა ოფისთან დაკიდეს რუსეთის დროშა, წარწერით "запретная зона" და პლაკატები "მეხუთე კოლონა" და "ედინაია ნაცია".