ქერათმიანმა "ლამაზმანმა" მეტროს მგზავრებს სცემა და აგინა
სიდნეის მეტროს მგზავრმა მატარებლის ვაგონში უჩვეულო სანახაობა გადაიღო: ქერათმიანმა ქალმა მგზავრებს, რომელთა შორისაც ახალგაზრდა მამაკაცებიც იყვნენ, ჯერ აგინა და უშვერი სიტყვებით ლანძღა, შემდეგ კი რამდენიმეს ერთი-ორჯერ უთავაზა კიდეც. ვერაფრით რომ ვერ დაამშვიდეს, მგზავრებმა ქერათმიანი "ლამაზმანი" ერთ-ერთ ბაქანზე მატარებლის გაჩერებისას ვაგონიდან ჩააგდეს.