loader

სად მღეროდა ამალია ჯიბლაძე? - კადრები "ნიჭიერის" კასტინგიდან, რომელიც დამონტაჟებულ გადაცემაში ვერ მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად მღეროდა ამალია ჯიბლაძე? - კადრები "ნიჭიერის" კასტინგიდან, რომელიც დამონტაჟებულ გადაცემაში ვერ მოხვდა

ვინ არის ამალია ჯიბლაძე, აქვს თუ არა სიმღერის გამოცდილება და როდის მოხვდა ის დიდ სცენაზე? - "რუსთავი 2"-მა "ნიჭიერის" ახალ აღმოჩენას, რომლის ირგვლივ მთელი კვირაა ვნებათა ღელვა არ ცხრება, კიდევ ერთი სიუჟეტი მიუძღვნა. გადაცემა "PS"-ში მომზადებულ სიუჟეტში უჩვენეს კადრები "ნიჭიერის" კასტინგიდან, რომელშიც ამალია ჯიბლაძე ამბობს, რომ ის რუსეთში როგორც ბარდ-მომღერალი, მღეროდა. ზემოხსენებული მასალა ტელე-მონტაჟის შემდეგ გადაცემა "ნიჭიერში" ვერ მოხვდა, რამაც კონკურსანტის შესახებ მითქმა-მოთქმის ახალ ტალღას ხელი შეუწყო. გთავაზობთ ფრაგმენტს "რუსთავი 2"-ის ტელე-სიუჟეტიდან.

იხილეთ ასევე: ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი - ანრი ჯოხაძე ამალია ჯიბლაძესთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა