loader

გართულებულია თუ არა საგამოცდო ბილეთები? - რა ელოდებათ მართვის მოწმობის აღების მსურველებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გართულებულია თუ არა საგამოცდო ბილეთები? - რა ელოდებათ მართვის მოწმობის აღების მსურველებს

მართვის მოწმობის აღების მსურველებს 15 დეკემბრიდან ახალი წესებით მოუწევთ თეორიული გამოცდის ჩაბარება.

2013 წლის დეკემბერიდან ძალადაკარგულად გამოცხადდება საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი. სწორედ ამ კანონის მიხედვით იყო შექმნილი ძველი საგამოცდო ბილეთები, რაც მის ავტომატურ გაუქმებას გამოიწვევს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსის, იმედა მაკასარაშვილის თქმით, სიახლე საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი ელექტრონული ბილეთები უფრო დახვეწილია როგორც კითხვის შინაარსის, ასევე ფორმისა და ვიზუალის მხრივ. თითოეულ საკითხზე გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეო რგოლები, რაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმიისა და გაანალიზების საშუალებას მისცემს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

New rules for a written exam for a driver's license - Watch the video on georgianjournal.ge

იხილეთ ასევე: რა ცვლილებებია მართვის მოწმობის გამოცდაში: 3D ბილეთები, რეალური ქუჩები და ვიდეომასალა