ჭკვიან იტალიელ თაგვს, ჯერონიმო სტილტონს უკვე ქართველი პატარებიც გაიცნობენ
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" ვაკის ფილიალში "ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბების" სერიის წიგნების პრეზენტაცია გამართა.
მსოფლიოში ცნობილი სერიის - "ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბების" ორი წიგნი - "ნოსტრათაგვუსის მისტიკური ხელნაწერი" და "ყველისფერი ფურგონი" გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა.
ღონისძიებას წიგნების მთავარი პერსონაჟი - ჯერონიმოს თოჯინა ესწრებოდა, რომელმაც ქართულენოვანი წიგნები საჩუქრად გადასცა პროექტს - "წიგნი ყველა სოფელს", მანვე მშობლებს პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა, ამჯერად საბავშვო ლიტერატურის მოგროვების კუთხით.
ავტორები: ანა მარშანია, გიგა ხურცილავა