loader

რას პასუხობს მთავარი პროკურორის მოადგილე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატების პრეტენზიებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს მთავარი პროკურორის მოადგილე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატების პრეტენზიებს

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვების უფლების მისაღებად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საადვოკატო ბიუროს სახელით მიმართონ, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ "პალიტრა ტვ"-ს ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატების არგუმენტი, რომ კონტრდაზვერვისთვის მიმართვა ფიზიკურ პირს (ადვოკატს) არ შეუძლია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან საადვოკატო ბიუროები სამართლებრივად წარმოადგენენ იურიდიულ პირებს და ბიუროს სახელით შეუძლიათ მიმართვის გაკეთება.

იხილეთ გადაცემა სრულად