დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან კახა ბენდუქიძის ცხედარი ტაშით გააცილეს
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.
კახა ბენდუქიძის პანაშვიდი დღეს დილიდან დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მიმდინარეობდა. საუნივერსიტეტო კამპუსში შეკრებილი იყვნენ ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები. კახა ბენდუქიძის ახლობლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მიუსამძიმრა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები. ოჯახს მიუსამძიმრეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და მეუღლემ - სანდრა რულოვსმა.
კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა.
ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი
იხილეთ: ატირებული სანდრა რულოვსი კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე
"რომ ენახა, რამდენმა ახალგაზრდამ იტირა, სიამოვნებით მეორედ მოკვდებოდა" - ცნობილები ბენდუქიძის დაკრძალვაზე