მშობლებს, რომელთაც ვაჟი ტრაგიკულად დაეღუპათ, 8 თვის შემდეგ ხელახლა გაიგეს შვილის გულისცემის ხმა...
ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის სტუდენტი მეტ ჰესლერი ტრაგიკულად დაიღუპა ხანძრის დროს. ბიჭის ოჯახი სრულიად გაანადგურა ამ ცნობამ. სასოწარკვეთილ მშობლებს ექიმებმა შესთავაზეს, 21 წლის ვაჟის ორგანოები სხვებისთვის "დაეთმოთ". სიკვდილის შემდეგ ბიჭი რამდენიმე ადამიანის დონორი გახდა და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ვიეტნამის ომის ვეტერანი ტომ მიქსი.
ხანდაზმულ ვეტერანს აცნობეს, რომ თუ გულს არ გადაინერგავდა, რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა, რადგან იშვიათი დაავადება - ამილოიდოზი აღმოაჩნდა. ის ბევრი საავადმყოფოდან გაისტუმრეს უარით, უკვე რწმენა ჰქონდა დაკარგული, რომ დონორს იპოვიდა - პრიორიტეტი ყველგან ახალგაზრდებს ენიჭებოდათ და მისი "სამყოფი" ორგანო არსად იყო. სწორედ ამ სასოწარკვეთის დროს გამოჩნდა მეტ ჰესლერის, უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელი გული და ამან კაცს ახალი იმედი მისცა.
საყვარელი შვილის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ მეტის მშობლები და მისი და კეისი პირადად ჩავიდნენ იმ ადამიანთან, რომელსაც მათი შვილის გული უცემდა მკერდში. ვეტერანმა მათ შვილის გულისცემა მოასმენინა.
Mshoblebi.ge