ეროვნული ბანკი დაგეგმილზე მეტ ინფლაციას არ ელოდება - გიორგი ქადაგიძე
ლარის გაუფასურების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი დაგეგმილზე მეტ ინფლაციურ ზეწოლას არ ელოდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეროვნულ ბანკს აღნიშნულის პროგნოზირებისთვის ორი მიზეზი აქვს.