რონალდუს დუბლი და მადრიდის "რეალის" საკლუბო რეკორდი
12 დეკემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში XV ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ალმერია" ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ეს გამარჯვება "სამეფო კლუბისთვის" ზედიზედ მე-20-ა ყველა ტურნირში, რაც ესპანურ საკლუბო ფეხბურთში სარეკორდოა. ცნობისთვის, "რეალმა" ბოლო 12 შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში მოიგო, 6 - ჩემპიონთა ლიგასა და 2 - ესპანეთის თასზე.
აქამდე მოგებათა ყველაზე გრძელი სერიით "ბარსელონა" იწონებდა თავს, რომელმაც 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით, ზედიზედ 18 მატჩი მოიგო.
რაც შეეხება უშუალოდ ალმერიაში გამართულ შეხვედრას, 34-ე წუთზე სტუმრები ისკომ დააწინაურა, თუმცა, ვერსამ (39-ე წუთი) მალევე აღადგინა წონასწორობა. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ჯერ გარეთ ბეილმა (42) გაიტანა, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ (81, 88) დუბლი შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
"რეალი" პრიმერა დივიზიონს 39 ქულით ლიდერობს და მდევარ "ბარსელონას", რომელიც ტურის მატჩს დღეს, 13 დეკემბერს სტუმრად "ხეტაფესთან" გამართავს, ხუთი ქულით უსწრებს.
www.sportall.ge