თუ ეს ფილმი ნანახი არ გაქვთ, იფიქრებთ, რომ საშინელებათა ჟანრისაა, სინამდვილეში კი...
ალბათ, ყველას გინახავთ პოპულარული ფილმი Mrs. Doubtfire ("მისის დაუთფაიერი"), რომელშიც მთავარ როლს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობი რობინ უილიამსი ასრულებს. გამოსვლის დღიდან ამ ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბევრს შეაყვარა თავი. პეტერ ჯავიდპური კი ფილმის ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს - რა მოხდებოდა, Mrs. Doubtfire კომედიის ნაცვლად საშინელებათა ჟანრის რომ ყოფილიყო?!