ამერიკული კომედია კიმ ჩენ ინზე, რომლის გამოც ჰაკერები კინოთეატრების აფეთქებით იმუქრებიან
Sony Pictures-მა უარი თქვა კომედიური ფილმის, "ინტერვიუს" პრემიერაზე, რომელიც ლოს ანჯელესში უნდა გამართულიყო. სკანდალურ სურათში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინია გაშარჟებული. თავდაპირველად ჰაკერები იმუქრებოდნენ, რომ თუ ფილმი ეკრანზე გამოჩნდებოდა, კინოთეატრებს ააფეთქებდნენ. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ კომედია შესაძლოა DVD-ზეც აღარ გამოვიდეს და მისი ნახვა ვერც ინტერნეტში მოხერხდება.
კომედიური ფილმი, რომლის სახელწოდებაა The Interview, საშობაოდ, 25 დეკემბერს უნდა გამოსულიყო. მასში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო, სეტ როგენი, ლიზი კაპლანი, რანდალ პარკი და სხვები ასრულებენ. ხოლო რეჟისორი ევან გოლდბერგი და სეტ როგენია.
ასევე იხილეთ: როცა კიმ ჩენ ინი ტირის, მთელი ჩრდილოეთ კორეა ტირის