ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. აგრეთვე - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.
European Parliament ratifies the Georgia-EU Association Agreement - Watch the video on georgianjoural.ge