მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მისი ფიტულის დაწვით მიულოცეს
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან ექსპრეზიდენტის ფიტული დაწვეს. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, 21 დეკემბერი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა და ამ ფორმით უნდოდათ მისთვის მილოცვა. მისივე თქმით, "თავისუფალი თაობა" გმობს იმ ფაქტს, რომ ბიბლიოთეკა სააკაშვილის სახელობისაა და მოითხოვს მას სახელი გადაერქვას და ეწოდოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ან ილია ჭავჭავაძის სახელი.
ავტორები: ეკა ბახუტაშვილი; გიორგი შეყილაძე
ავტორები: ეკა ბახუტაშვილი; გიორგი შეყილაძე