"ნუ ნერვიულობ, მალე დაბრუნდები საქართველოში" - რას წერენ ქართველი პატარები ჯარისკაცებს ავღანეთში
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებს მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს. საქართველოს მასშტაბით, 26 საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეების სახელით, ქართველმა სამხედროებმა 1400 წერილი მიიღეს.
საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წერილებს წერენ. პროექტს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.