14 წლის კამიკაძე თავის აფეთქების ნაცვლად, პოლიციას ჩაბარდა
14 წლის უსეიდ ბარჰომ ISIS-დან თავის დასაღწევად ურთულეს გზას მიმართა - მან დაარწმუნა ტერორისტები, რომ სხეულზე ასაფეთქებელს დაიმაგრებდა და მეჩეთში თავს აიფეთქებდა, მაგრამ თავის მოკვლის ნაცვლად, სიმამაცე გამოიჩინა, ბრძანება უგულებელყო და იქვე მდგომ დაცვას ჩაბარდა.
New York Times-ის ინფორმაციით, უსეიდი ოცნებობდა, ექიმი გამოსულიყო, მაგრამ იგი ვაჰაბიტური დაჯგუფების ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში. უსეიდი ტერორისტებმა აიძულეს, მათ შეერთებოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, დედის გაუპატიურებით დაემუქრნენ.