ერთი ჩვეულებრივი დღე სავაჭრო ცენტრში მისულ თბილისელებს "ერისიონმა" დღესასწაულად უქცია
ერთი ჩვეულებრივი დღე, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" მისულ თბილისელებს ანსამბლმა "ერისიონმა" ნამდვილ დღესასწაულად უქცია. ფლეშმობი ანსამბლის აქციის - "ჩაები ფერხულში" ფარგლებში მოეწყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად იმართება.