loader

ექსკლუზიური კადრები იტალიიდან: რა ხდებოდა "საავტომობილო ოსკარის" დაჯილდოებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები იტალიიდან: რა ხდებოდა "საავტომობილო ოსკარის" დაჯილდოებაზე

ევროპის უმთავრესი საავტომობილო ჯილდო "ოქროს საჭე" 1976 წელს, გერმანელმა გამომცემელმა აქსელ შპრინგერმა დააარსა (ჟურნალ AUTO BILD-ს გერმანიაში სწორედ საგამომცემლო სახლი "აქსელ შპრინგერი" გამოსცემს). წელს "ოქროს საჭის" საერთაშორისო დაჯილდოება 39-ედ გაიმართა.

ავტომობილები 6 კატეგორიაში გადანაწილდებიან, საიდანაც ვლინდება 5-5 ფინალისტი, რომლებსაც ბალოკოში ჟიური შეფასებებს უწერს. 2014 წლის "ოქროს საჭის" კანდიდატებს 53 ექსპერტისგან შემდგარი ჟიური აფასებდა - მათ შორის იყვნენ მრბოლელები, ტექნიკოსები, დიზაინერები, საერთაშორისო გამოცემების მთავარი რედაქტორები (მათ შორის, ქართული AUTO BILD-ის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე), ცნობილი ადამიანები და იღბლიანი მკითხველები. ჟიურის თითოეული ჯგუფი ავტომობილებს თავის კონკრეტულ კრიტერიუმებში აფასებს 5-ბალიანი სისტემით და ავტომობილი, რომელსაც ყველა კრიტერიუმში ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება, მიიღებს "ოქროს საჭეს" და, შესაბამისად, თავის კატეგორიაში წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებას.

ქართული AUTO BILD-ი გამოკითხვას იანვრის ბოლომდე აგრძელებს ვებგვერდზე autobild.ge და იანვარში ქართველი მკითხველების ხმებით, ექვსივე კატეგორიაში ადგილობრივი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.