შტორმმა მეორადი ავტომობილები გემიდან ზღვაში "გადარეცხა"
იაპონიიდან ვლადივოსტოკისკენ მიმავალი გემი, რომელსაც მეორადი ავტომობილები გადაჰქონდა, შტორმში მოყვა. შტორმის შედეგად გემბანზე მყოფი 64 ავტომობილიდან 52 წყალში გადაცვივდა. ერთ-ერთმა მეზღვაურმა ეს არანორმალური სანახაობა მობილური ტელეფონით გადაიღო.