loader

მუჰამედი, რომელიც შარლია - "შარლი ებდოს" ისტორიული ნომერი ექსტრემისტების კარიკატურებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუჰამედი, რომელიც შარლია - "შარლი ებდოს" ისტორიული ნომერი ექსტრემისტების კარიკატურებით

ფრანგული სატირული ჟურნალის, "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება. ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ "შარლი ებდოს" ახალი ნომერი გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურით გამოვიდა, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით "მე ვარ შარლი" (Je Suis Charlie). კარიკატურის ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა: "ყველაფერი ნაპატიებია" (Tout est pardonné). კარიკატურის ავტორია კარიკატურისტი, მეტსახელით "ლუზი".

ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული ყველა ჟურნალისტისა და კარიკატურისტის ბოლო ნამუშევრები.

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ჟურნალის შიდა გვერდებზე ისლამისტი ექსტრემისტების კარიკატურებია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ორი ტერორისტი, რომლებიც სამოთხეში ხვდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან - "სად არის 70 ქალწული?". უკანა ფონზე კი ჩანან "შარლი ებდოს" დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქალწულებთან ორგიას აწყობენ.

ჟურნალი გაყიდვაში, ტრადიციული 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. "შარლი ებდოს" ახალი ნომერი ხელმისაწვდომია ექვს ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, არაბულ და თურქულ ენებზე.

ასევე იხილეთ:

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს!

შემაძრწუნებელი კადრები: როგორ ემალებოდნენ ჟურნალისტები Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეჭრილ თავდამსხმელებს