ვოლნოვახში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 20 ათასკაციანი მარში კიევში
კიევში, შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე მრავალათასიანი მარში გაიმართა, რომელშიც, "უნიანის" ინფორმაციით, 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც ვოლნოვახში რამდენიმე დღის წინ, სეპარატისტების მიერ სამგზავრო ავტობუსის მიმართულებით ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით "მე ვარ ვოლნოვახა". თავისუფლების მოედანზე მიტინგისთვის სცენა მოეწყო, რომელზეც სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. საზოგადოებრივ წესრიგს 2 ათასამდე სამართალდამცავი უზრუნველყოფდა.