მამაკაცს კაფეში სადილობისას მკვლელი უკნიდან მიეპარა და თავში ესროლა
პანამაში, 35 წლის ჰოლანდიელ ტურისტს ესროლეს. ჯაკობ ვან დერ ჰარტი კაფეში იჯდა მეგობართან ერთად, რა დროსაც მას უკნიდან უცნობი მამაკაცი მიეპარა, იარაღი დაუმიზნა და ესროლა. კაფეში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ ეს ყველაფერი დააფიქსირა. ვან დერ ჰარტი შემთხვევას გადაურჩა, თუმცა სანტო ტომასის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.