მოქალაქეების გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი: "მაგარი ნერვები აქვს, რომ უძლებს"
როგორი განწყობაა საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში გაჟღერებული გზავნილების შემდეგ და თავის მხრივ, რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს "მოქალაქის" მიმართ.
"პალიტრა TV"-ის ქუჩის გამოკითხვის რესპონდენტები საქართველოს ექსპრემიერს სხვადასხვა სურვილით, რჩევით და ინიციატივით მიმართავენ. ზოგიერთი რესპონდენტი "ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორებას, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს, ზოგსაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება სურს.
ჩვენ მიერ გამოკითხულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვის გზავნილებს არ ითვალისწინებს, ზოგიერთი კი იმით ინტერესდება, თუ როგორ იშოვა მან "მილიარდები".
ავტორები: თიკო გურაშვილი, გიგა ხურცილავა