სათვალთვალო კამერამ გადაიღო, როგორ წააქცია მოჩვენებამ ქალი
34 წლის ჩილელი სესილია კარასკო სერიოზულად დაშავდა, მას შემდეგ, რაც, როგორც თავად ირწმუნება, მოჩვენებამ წააქცია. ყველაზე უცნაური არის ის, რომ ვიდეოკადრები მის სიტყვებს ადასტურებს. ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ მიდის სესილია საკუთარ ადვოკატთან და მოულოდნელად იატაკზე ეცემა. ამასთან, ქალს ხელს არავინ ჰკრავს. კარასკოს თქმით, ინციდენტის დროს მასთან ახლოს არავინ იყო. საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, მას თავის ქალის დაზიანება აღმოუჩინეს.