შემაძრწუნებელი შემთხვევა - ქალს საკუთრი მანქანით გადაუარეს და რამდენიმე მეტრზე ათრიეს
ბირმინგემში სათვალთვალო კამერამ შემაძრწუნებელი შემთხვევა დააფიქსირა. ნიკი ლოუ-პრიადეიმ სახლის წინ დაყენებული მანქანა დაქოქა, კარი ღია დატოვა და თვითონ სახლში შეირბინა. ამ დროს ავტომობილთან ქურდი აღმოჩნდა, რომელმაც დაქოქილი მანქანა დაძრა. როგორც კი ნიკიმ ეს დაინახა, მაშინვე გავარდა და შეეცადა ქურდი შეეჩერებინა, მაგრამ ვერაფერი მოახერხ. დამნაშავემ ქალი რამდენიმე მეტრზე ათრია. შედეგად ნიკის მცირედი დაზიანებები და ხელის მოტეხილობა აღენიშნება.