loader

პაატა ბურჭულაძე 60 წლის - მსოფლიო ბანის გრანდიოზული იუბილე და ვარსკვლავთცვენა თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძე 60 წლის - მსოფლიო ბანის გრანდიოზული იუბილე და ვარსკვლავთცვენა თბილისში

პაატა ბურჭულაძე 60 წლის გახდა. მსოფლიო ბანი ცხოვრების მესამოცე წელს ვარსკვლავებისა და საყვარელი აუდიტორიის გარემოცვაში შეხვდა. ღონისძიების ორგანიზატორმა "არტპალასმა" იუბილეს აღნიშვნა პომპეზურად გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი უნაკლოდ ვერ მოგვარდა. სპორტის სასახლეში მაყურებლის შესვლასთან დაკავშირებული შეფერხების და დაგვიანებით დაწყებული კონცერტის გამო ორგანიზატორს სცენაზე ბოდიშის მოხდა და უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა მოუხდა.

საღამოს საქართველოში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ. ვიოლინოს გასაღების ფორმის მქონე ორიგინალურ სცენაზე ორი ორკესტრი გაერთიანდა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრსა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ორმა მაესტრომ - ჯანლუკა მარჩიანომ და ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორეს.

ავტორები: ანა მარშანია, გიორგი ღუდუშაური