loader

ანტისანიტარია და ნაგავი თბილისის საავადმყოფოების ეზოებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტისანიტარია და ნაგავი თბილისის საავადმყოფოების ეზოებში

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი ჩაატარა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ჯანდაცვის სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შედეგები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, რაც გახდა მიზეზი, სალიცენზიო პირობებს დაემატოს ახალი პუნქტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას ავალდებულებს, მოაწესრიგოს საავადმყოფოს ტერიტორია და დაიცვას აუცილებელი სანიტარული პირობები.

კლინიკებში დაიწყება სპეციალური კითხვარების დარიგება, რეკომენდაციების გაცემა, რომელთა შესასრულებლად ერთი თვის ვადა მიეცემათ. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კლინიკას დაეკისრება ჯარიმა.