"რო გათხოვდა, მომზადებული უნდა ყოფილიყო, ქმარი ან დაიყვირებდა, ან შეაგინებდა" - გურჯაანელები ორსულ 12 წლის გოგონაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მეექვსეკლასელი გოგონას ამბავმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭზე ზაფხულში გათხოვდა და ახლა 6 თვის ორსულია. ის მეუღლემ ორი კვირის წინ მიატოვა და გოგონას ოჯახის ინფორმაციით, პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია. პირველ ცოლსაც მამაკაცი ერთ წელიწადში გაშორდა.
18 წლის მამაკაცი ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დააკავა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით. ტელეკომპანია "გურჯაანმა" გოგონას ოჯახის წევრების გარდა, მისი ყოფილი მეუღლის ახლობლებიც ჩაწერა. "არ უცემია და თუ ზედმეტი დაიყვირა ან შეაგინა მეუღლემ, რომ თხოვდებოდა, მომზადებულიც უნდა ყოფილიყო. ოჯახიდან არც არავის გაუგდია, თავისი ნებით წავიდა. ეს ბიჭიც ადგა და პირველი ცოლი მოიყვანა. ამის მერე წამოვიდა საჩივარი გოგონას მხრიდან", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
იხილეთ ტელეკომპანია "გურჯაანის" სიუჟეტი სრულად