loader

2008 წლის აგვისტომდე დაწყებული და არდასრულებული მშენებლობები სახელმწიფო ვალდებულებებისგან თავისუფლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2008 წლის აგვისტომდე დაწყებული და არდასრულებული მშენებლობები სახელმწიფო ვალდებულებებისგან თავისუფლდება

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდება.

პრემიერის შეფასებით, სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს. მთავრობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას, მის შემდგომ განვითარებას და ამ დარგისგან დადებითი ეფექტების სხვა სფეროებზე გადაცემას.