"ოსკარზე" მიმავალი ქართველი მსახიობები აეროპორტში ჩარჩნენ - რა ვიდეოს ავრცელებს გიორგი ნაკაშიძე
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელიც ლოს ანჯელესში "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე მიემგზავრება, "ფეისბუკის" გვერდზე ვიდეოს ავრცელებს.
"დღეს სტამბულის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო უამინდობის და დიდთოვლობის გამო. შესაბამისად, ჩვენ, ლოს ანჯელესში ჩამსვლელები, ჩავრჩით სტამბულში გაურკვეველი დროით და იმის მოლოდინით, რომ დღეს მაინც გავფრინდებით. არადა, ძალიან ძლიერი თოვლია და ყველა, სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი მგზავრები, ძალიან უიმედოდ არის. ეს არის ერთ-ერთი შეხლა-შემოხლა თურქეთის ავიახაზების მომსახურე პერსონალსა და უკმაყოფილო მგზავრებს შორის. თავი რიაზანოვის ფილმში მგონია. თუ რამე არ შეიცვალა, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალს ისტანბულში შევხვდებით".
შეგახსენებთ, "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარზე"!
"ერთი თუ გადამიტრიალდა, ისეთს მოვაწყობ..." - "ოსკარზე" მიმავალ ქართველებს სამინისტრომ 420 დოლარი გამოუყო