სად და როგორ მზადდება ქართული მედიკამენტები - "ავერსი რაციონალი" 10 წლის ხდება
ქართული ფარმაცევტული წარმოება "ავერსი რაციონალი" 10 წლის ხდება. 2005 წლის მაისში პრეპარატ "გინილაკით" დაწყებული ფარმაცევტული საქმიანობა დღეს 141 დასახელების მედიკამენტის წარმოებით გაიზარდა. "ავერსი რაციონალში" მიმდინარე ფარმაცევტული წარმოებისა და ლაბორატორიის პირადად ნახვის შესაძლებლობა დღეს ჟურნალისტებს მიეცათ. მედიატურის ფარგლებში სტუმრებს მეგზურობა პირადად გაუწიეს "ავერსი რაციონალის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ.
საერთაშორისო დონის ხარისხის სერტიფიკატები, უახლესი მოდელის აპარატურა, ხარისხის კონტროლი, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი - ეს "ავერსი რაციონალის" სავიზიტო ბარათია. ჟურნალისტებმა და სტუმრად მყოფმა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა ყველა ის პროცედურა ნახეს, რასაც წამლები სააფთიაქო ქსელში მოხვედრამდე გადის.
ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, "ავერსი რაციონალი" მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს. "ავერსი რაციონალში" ამჟამად 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მედიკამენტები ექსპორტზე 12 ქვეყანაში გადის და უახლოს მომავალში ევროკავშირის ბაზარზეც ცდის ბედს. მედიატურის დასასრულს ჟუნალისტებმა "ავერსი რაციონალისგან" პირველადი დახმარების მედიკამენტები მიიღეს საჩუქრად.
ავტორი: ნათია რუხაძე