ტაქსისტმა წაქცეულ მამაკაცს გადაუარა
რუსეთში ტაქსიმ წაქცეულ მამაკაცს გადაუარა. ინციდენტი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. ვიდეოკადრებში ჩანს ტაქსი, რომელშიც მგზავრი ჯდება. ტაქსის მძღოლი ქალი მგზავრისკენ მობრუნდა. ამ დროს კადრში ჩანს, რომ ქვეითი, რომელიც მაღაზიასთან იდგა, ავტომობილის წინ გზაზე დაეცა. მძღოლმა წაქცეული ვერ დაინახა და მამაკაცს გადაუარა. დაშავებული გულმკერდისა და სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.