თბილისის პირველი აფთიაქი
1829 წლის 6 მაისს, მეფისნაცვალ პავლე ციციანოვის შუამდგომლობით, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრემ აფთიაქის გახსნის ნება დართო ფლორ შენბერგს, თბილისში განოვის ქუჩაზე (სავარაუდოდ ტაბიძის ქუჩაზე). 1851 წლამდე, თავისუფალი ვაჭრობით აფთიაქის გახსნის უფლება სხვას არავის მისცემია. "წამალთხანამ" რამდენჯერმე შეიცვლა მისამართი - ჯერ სერგიევის ქუჩაზე განთავსებულ ბინაში, შემდგომ რეზინოტრესტის ქუჩაზე და საბოლოოდ ლეონიძის N8-ში დაიდო ბინა. წლების განმავლობაში მას მთავარი სააფთიაქო სამმართველოს "N 28 " აფთიაქად მოიხსენიებდნენ.
ლეონიძის N8-ში მდებარე სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, დღეს კერძო აფთიქია. მან ბევრი მეპატრონე გამოიცვალა, თუმცა, არც ერთ მათგანს მისი ინტერიერი არ შეუცვლია. აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ორი საუკუნის წინ.
ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი; გიგა ხურცილავა
იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ზე