loader

ტრაგედია დუშეთში: თინეიჯერი შეყვარებულების ბურუსით მოცული სიკვდილი ერთ თვეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია დუშეთში: თინეიჯერი შეყვარებულების ბურუსით მოცული სიკვდილი ერთ თვეში

დუშეთის რაიონში მცხოვრები 15 წლის მარიამი ორი დღის წინ დაიღუპა. გოგონას სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც მისი მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდამ ერთი თვის წინ საწამლავი დალია. დუშეთის მცხოვრებლები კამერასთან გამოჩენისგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ერთ-ერთი სექტის წევრი იყო.

დუშეთში ერთი თვის წინ კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა: 18 წლის ამიკო გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამიკო ველთაური და მარიამ ხურციანიძე შეყვარებულები იყვნენ და ერთად დალიეს გაურკვეველი ნივთიერება. ბიჭი მაშინვე გარდაიცვალა, გოგო კი ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი ღუდუშაური