ქუჩაში მოსეირნე კოალა ფოტოს გადასაღებად გაჩერდა და შემდეგ გზა განაგრძო
პორტლანდში (ავსტრალია) კრის კერიგანმა, რომელიც კაფეში იჯდა და ყავას მიირთმევდა, მოულოდნელად ტროტუარზე მოსეირნე კოალა დაინახა. მან სასწრაფოდ დაიწყო ვიდეოს გადაღება. კოალა სულაც არ შეწუხებულა ხალხის სიმრავლით, მეტიც, ის ცოტა ხნით შეჩერდა, როდესაც პატარა ბიჭმა მისთვის სურათის გადაღება გადაწყვიტა.