პრეზიდენტი რუსთავში იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრო
რუსთავში 14 ივნისს იუსტიციის სახლი გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზიდენტმა თავდაპირველად რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, ხოლო შემდეგ კი იუსტიციის სახლი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლის შენობა დაათვალიერა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ მას დეტალურად გააცნო ის სერვისები, რომელსაც რუსთავის იუსტიციის სახლი რუსთაველებს ადგილზე შესთავაზებს.
იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ პრეზიდენტმა რუსთაველებს სიტყვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ რუსთავი იყო "მომაკვდავი ქალაქი", დღეისათვის კი გამოცოცხლებულია და სხვადასხვა ობიექტები იხსნება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსთავს შეემატა ათი ახალი საწარმო და დასაქმებულთა რაოდენობა ქალაქში დღითი-დღე იზრდება. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, რუსთავის შესასვლელში ახალი ავტობაზრობა და ახალი ობიექტები გაიხსნა.