მძარცველს ისე ეჩქარებოდა, ჩაცმა დაავიწყდა...
ავსტრალიაში ტექნიკის მაღაზიის მძარცველები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ორი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და რამდენიმე კომპიუტერი გაიტანა. თუმცა, ძარცვის ფაქტის ნაცვლად ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება ერთ-ერთი მძარცველის ჩაცმულობამ უფრო მიიპყრო. როგორც ჩანს, მამაკაცს ისე ეჩქარებოდა, სახლიდან გამოსულს ფეხსაცმლის ჩაცმა დაავიწყდა...