loader

ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც ხელ-ფეხი არ აქვს, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც ხელ-ფეხი არ აქვს, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს!

16 მარტს ამერიკული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოცე სეზონის პრემიერა შედგება. წელს შოუში მონაწილეობას იღებენ მსახიობი რუმერ უილისი (ბრიუს უილისის და დემი მურის შვილი), რომლის პარტნიორი ვალენტინ ჩმერკოვსკი იქნება; ჯგუფ LMFAO-ს მომღერალი Redfoo, მას პარტნიორობას ემა სლეიტერი გაუწევს; ბიზნესმენი რობერტ ჰერჯავეკი - პარტნიორი კიმ ჯონსონი; სოულის მომღერალი პატი ლაბელი - პარტნიორი არტიომ ჩიგვინცევი; ოლიმპიური ჩემპიონი ნასტია ლიუკინი - პარტნიორი დერეკ ჰაფი; R5-ის სოლისტი და მსახიობი რიკერ ლინჩი - პარტნიორი ელისონ ჰოლკერი; მოდელი და მსახიობი შარლოტ მაკინი - პარტნიორი კეოიკანტსე მოტსეპე, სპორტსმენი მიაიკელ სემი - პარტნიორი პეტა მარგეთროიდი, მსახიობი ვილოუ შილდსი ("შიმშილის თამაშები") - პარტნიორი მარკ ბალასი; მსახიობი და მწერალი სიუზან სომერსი - პარტნიორი ტონი დოვოლანი; The Bachelor-ის ვარსკვლავი კრის სოულსი - პარტნიორი უიტნი კარსონი; ასევე, ომის ვეტერანი ნოა გალოვეი - პარტნიორი შარნა ბარჯესი.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნოას და შარნას წყვილი. ომის ვეტერანს ცალი ხელი და ფეხი არ აქვს. მან მძიმე დაზიანებები ერაყში, 2005 წლის 19 დეკემბერს მიიღო, რის შემდეგაც მისთვის კიდურების ამპუტაციის აუცილებლობა დადგა. ამჟამად გალოვეი პირადი ტრენერია.