loader

რა სახის ირაღის შეძენა შეგიძლიათ თბილისის იარაღის მაღაზიებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სახის ირაღის შეძენა შეგიძლიათ თბილისის იარაღის მაღაზიებში

იარაღის მოყვარულებს თბილისში არჩევანის დიდი საშუალება აქვთ. ქალაქის მასშტაბით ათეულობით იარაღის მაღაზიაა, რომელთაც მაღალი ფასის მიუხედავად კლიენტი არ აკლია.

მაღაზიებში ყველაზე ძვირადღირებული იარაღი 6 ათას ლარამდე ღირს. მოთხოვნა კი შედარებით დაბალფასიან - 400-დან 1000 ლარამდე ღირებულების იარაღზეა. მსურველები ძირითადად სანადირო თოფებს ყიდულობენ.

მამაკაცებზე არანაკლებ ინტერესს გამოხატავენ ქალბატონებიც. როგორც იარაღის მაღაზიებში განმარტავენ, ქალები არამხოლოდ სასაჩუქრედ, ხშირად პირადი კოლექციისთვისაც ყიდულობენ პისტოლეტებს. ქალებზე იარაღის მაღაზიებში თვეში საშუალოდ 30-40 ერთეული იყიდება.

იარაღს ძირითადად 25 წლის ასაკის ზემოთ ადამიანები ყიდულობენ. გაყიდვაშია სპეციფიკური იარაღიც, რომლის ღირებულება საკმაოდ მაღალია.

იარაღის შეძენის წესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განსაზღვრავს. ყიდვისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სრულწლოვანება და ნასამართლეობის არქონაა. იარაღის შეძენის უფლება ავტომატურად არ ნიშნავს ტარების უფლებას. უკანონო ტარება კი სისხლის სამართლის დანაშაულია.