"ლამაზმანი" 25 წლის შემდეგ: ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად
ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, შოუ Today-ში პოპულარული ფილმის, "ლამაზმანის" შემოქმედებითი ჯგუფი 25 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა ერთად. მაყურებელს ჯულია რობერტსის, რიჩარდ გირის, ჰექტორ ელიზონდოს, ლორა სან ჯიაკომოს და რეჟისორ გარი მარშალის მონაწილეობით ვრცელი გადაცემის ნახვა 24 მარტს შეეძლება.