უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეს ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ
უსინათლოთა დროებითი გამგეობის თავმჯდომარე კობა ფილაური უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეს, რევაზ მაისურაძეს უსინათლოთა კუთვნილი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს.
როგორც კობა ფილაური აცხადებს, რევაზ მაირუსაძემ გაყიდა ფონიჭალაში და რუსთავში მდებარე საწარმოები, რომელიც 250 დასახელების პროდუქციას უშვებდა.
კობა ფილაური რევაზ მაისურაძის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვს. მისივე თქმით, ის მაისურაძის გადასაყენებლად ყველა კანონიერი პროტესტის ფორმას გამოიყენებს.
როგორც რევაზ მაისურაძე განმარტავს, 2006 წლიდან უსინათლოთა კავშირს აქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში იყიდება წილის ნაწილი, რაც მაისურაძის განმარტებით, უსინათლოებისთვის გადარჩენის წყაროს წარმოადგენს.
"ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს ჩემი გადადგომის. რატომ უნდა გადავდგე 10-12 კაცის მოთხოვნით, როდესაც არჩევნები დანიშნულია 2 სექტემბერს და მე ამ არჩევნებზე კენჭისყრას არ ვაპირებ", - აცხადებს მაისურაძე.
უსინათლოთა კავშირის თბილისის მეორე ფილიალის არჩევნები მიმდინარეობს, სადაც 5 დელეგატს და ფილიალის თავმჯდომარეს აირჩევენ. მსგავსი არჩევნები საქართველოს მასშტაბით არსებულ ოცდაერთივე ფილიალში იმართება. ფილიალის არჩევნების დასრულების შემდეგ, 2 სექტემბერს დაგეგმილ ყრილობაზე უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეს აირჩევენ.
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარედ რევაზ მაისურაძე მეორე ვადით არის არჩეული. უსინათლოთა კავშირის წესდება მაისურაძეს მესამე ვადით კანდიდატურის დაყენებას უკრძალავს.