loader

"ვისაც ჯიბე ჰქონდა სქელი, ჯიპები ჰყავდა, იმათ მისცეს ბინა" - დევნილების აქცია ზუგდიდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისაც ჯიბე ჰქონდა სქელი, ჯიპები ჰყავდა, იმათ მისცეს ბინა" - დევნილების აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გუშინ გამოქვეყნდა მათი სიები, რომელთაც უნდა გადასცემოდათ ბინები თაბუკაშვილის ქუჩაზე. აქციის მონაწილეების განცხადებით, სიებში მოხვდნენ ის პირები, რომლებმაც წინასწარ გადაიხადეს გარკვეული თანხა, ხოლო ისინი, ვისაც ბინა რეალურად ეკუთვნოდა, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.

დევნილები აღმაშენებლის ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან. საპროტესტო აქციაში მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ დევნილებს, რომლებიც სიაში არიან, ახალ კორპუსში საცხოვრებლად არ შეუშვებენ.

ავტორი: მარი შარანგია