loader

"ნაგერალა" - წიგნი გელა ჩარკვიანის უბის წიგნაკიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაგერალა" - წიგნი გელა ჩარკვიანის უბის წიგნაკიდან

"გულზე ხელს დავიდებ და გულწრფელად გეტყვით - არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზები და პასაჟები, რომლებიც მემუარული წიგნის წერისას ვერ გამოვიყენე, თავად დაიდებდნენ ბინას ამ ლამაზ გამოცემაში" - წიგნიდან, რომლის გამოცემაზეც არ უფიქრია, ახლა მკითხველისთვის ნაწყვეტებს კითხულობს. პიროვნებები და მოვლენები სევდიანი და მხიარული ისტორიებით, გელა ჩარკვიანმა "ნაგერალაში" გააერთიანა.

"ბიბლუსი გალერეაში" გამართულ პრეზენტაციაზე მისული მკითხველისთვის დიპლომატმა და მწერალმა თავად შეასრულა ნაწყვეტები საფორტეპიანო ნაწარმოებიდან "ირაკლიანა", რომელიც გარდაცვლილ მეუღლეს - ნანას და შვილს - ირაკლი ჩარკვიანს მიუძღვნა.