სანზონაში წყლის ასაღებად მოსახლეობა რიგში დგას
გურამიშვილის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე საერთო საცხოვრებლის ეზოში მდებარე ონკანი ერთადერთია სანზონაში, სადაც წყალი მოდის.
ონკანთან სანზონის დასახლების მობინადრეები რიგში დგანან, რათა ბოთლებითა და წყლის სხვა ჭურჭლით სასმელი წყალი მოიმარაგონ.
სანზონის კერძო დასახლებაში მცხოვრები ანეტა წივილაშვილის განცხადებით, 2 დღის წინ მოსული წვიმისა და ნიაღვრის გამო სანზონაში წყალი დაწყდა და მოსახლეობას სასმელი წყლით სარგებლობა მხოლოდ ამ ერთი ონკანიდან უწევს.