"ხორუმი" მუსიკის გარეშე - სუხიშვილების მორიგი შედევრი
საბრძოლო ცეკვა "ხორუმი" ქართულ ხალხურ ცეკვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ტემპერამენტიანია, მაგრამ როგორია ის მთავარი კომპონენტის, მუსიკის გარეშე? სუხიშვილები ერთ-ერთი გასტროლის დროს "ხორუმს" სწორედ უმუსიკოდ ასრულებენ.