დაჭრილი პოლიციელი ღარიბაშვილმა და გომელაურმა მოინახულეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 4 აპრილს მეტროსადგურ "ვარკეთილთან" მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულეს. პაციენტის ექიმის თქმით, გუშინდელ დღესთან შედარებით, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მისი გადარჩენისთვის ყველაფერი კეთდება. პრემიერ-მინისტრი და მინისტრი ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს.