loader

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალვა აბულაძე თავად ჩაბარდა პოლიციას, ტყუილია - ლევან იზორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალვა აბულაძე თავად ჩაბარდა პოლიციას, ტყუილია - ლევან იზორია

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციას წარმატებულს უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდა".
ამასთან, იზორია არ ადასტურებს და ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შალვა აბულაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და თავად ჩაბარდა პოლიციას. მისივე განცხადებით, რამინ მამედოვისა და შალვა აბულაძის დაკავებებს შორის არანაირი კავშირი არ არის და მამედოვს სამართლადამცავებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. იზორიამ შალვა აბულაძის დაკავების შესახებ "იმედის" ეთერში ისაუბრა.