loader

კოტე თოლორდავას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილი ბოლო გადაცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოტე თოლორდავას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილი ბოლო გადაცემა

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. კოტე თოლორდავა მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ის სწორედ მოსკოვში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კოტე თოლორდავა გადაღებებზე რუსეთის დედაქალაქში 2 დღის წინ გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.

36 წლის მსახიობს ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდამაყურებელთა თეატრებში, ასევე "თეატრ ათონელზე". რაც შეეხება კინო როლებს, მაყურებელი მას ცნობილი სერიალის, "ჩემი ცოლი დაქალების" გარდა, იცნობს ფილმებიდან "გამვლელი ენი" და "ჟანგის კაცი".

კოტე თოლორდავა "პალიტრაTV"-ს თანამშრომელი იყო. ეს გადაცემა ერთ-ერთი ბოლოა, რომელიც მის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, 9 აპრილს გავიდა "პალიტრაTV"-ს ეთერში. მსახიობი გადაცემის ჩაწერის შემდეგ გაფრინდა მოსკოვში...